Site icon Civil.ge

პარლამენტი მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმის წარმოდგენას თხოვს

(თბილისი, 27 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მთავრობას თხოვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმა.

“ერთი თვის წინ პარლამენტმა მთავრობას თხოვა, რომ წარმოადგინოს მოქმედებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც მთავრობა აპირებს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობას. ჯერ-ჯერობით ჩვენ არაფერი მიგვიღია”, – თქვა ბურჯანაძემ.

“მე ვთხოვდი ქალბატონ მარიამ ცაცანაშვილს (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი), აცნობოს პარლამენტს, დაიწყო თუ არა მთავრობამ მუშაობა ამ გეგმაზე და თუ მუშაობა დაწყებულია, რა ეტაპზეა ეს სამუშაოები”, – თქვა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)