Site icon Civil.ge

პარლამენტი მინიმალური ხელფასების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 28 თებერვალს პარლამენტი მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვას შეუდგა.

მომხსენებელ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, პირველ ეტაპზე უნდა სახელფასო განაკვეთი 115 ლარამდე უნდა გაიზარდოს, პენსიების ოდენობამ კი  – 10-12 ლარით მოიმატოს. მისი თქმით, ეს პროცესი ერთჯერადი არ უნდა გახდეს და უნდა იქნას მიღებული ზომები ხელფასების პერიოდულად ზრდის უზრუნველსაყოფად.

“გაერთიანებულ დემოკრატებს” სურად, რომ კანონპროექტის განხილვა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა შემდგარიყო 2003 წლის ბიუჯეტის განხილვამდე, მაგრამ ახლადშექმნილმა უმრავლესობამ საკითხის განხილვაზე ბიუჯეტის დამტკიცებამდე უარი განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)