Site icon Civil.ge

საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა

(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში “სივილ ჯორჯიას” აცნობეს, რომ 27 თებერვალს კოდორის ხეობის თავზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა ორი საფრენი აპარატი.

დეპარტამენტის ცნობით, საფრენი აპარატები რუსეთს ეკუთვნოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)