(თბილისი, 5 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეისთვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადადო. სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, მთავრობის სხდომის გადადების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე თავის რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება.
“ამ შეხვედრისგან დიდ წარმატეტებსა და მიღწევებს არ ველი არსებული წინააღმდეგობების დაძლევაში, მაგრამ ეს შეხვედრა ჩვენს (საქართველო-რუსეთის) შემდგომ ტანამშრომლობას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა შევარდნაძემ 3 მარტს ტრადიციულ რადიო-ინტერვიუში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)