Site icon Civil.ge

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის შეხვედრა საპარალამენტო კომისიასთან

(თბილისი, 6 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის აფხაზეთის საკითხთა შემსწავლელი სპეციალურ კომისიასთან შეხვედრისას საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინმა კომისიის წევრებს ბოლო დროის მანძილზე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხთან მიმართებაში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტალიავინმა დეპუტატებს ჟენევაში 19-20 თებერვალს გამართული შეხვედრის შესახებ აცნობა, რომელშიც საქართველოს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების (ჰერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხს განიხილავდნენ.

ტალიავინის თქმით, შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ ჯგუფის ფარგლებში სამი კომისიის შექმნის თაობაზე. პირველი კომისია აფხაზეთში დევნილების უსაფრთხო დაბრუნებაზე იმუშავებს, მეორე – რეგიონის ეკონომიკის აღდგენაზე და მესამე – უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მოწესრიგების პრობლემებზე.

ტალიავინის თქმით, იგი აფხაზეთსი იმყოფებოდა 3 მარტს და აფხაზურ მხარესაც შეატყობინა ამ გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა ჯერ სოხუმის მთავრობისგან არანაირი პასუხი არ მიუღია.

მისივე ინფორმაციით, ივნისში შედგება მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც ჟენევის შეხვედრის გადაწყვეტილებების შესრულებას განიხილავენ.

საპარლამენტო კომისიასთან შეხვედრაზე ტალიავინმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში გაეროს წესდების მეშვიდე თავის გამოყენების შესაძლებლობა არაეფექტურად არ მიაჩნია.

ტალიავინის ასეთ პოზიციასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეთაურმა თამაზ ნადარეიშვილმა, რომლის თქმითაც. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოქმედებები საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად აფხაზეთის მიმართ გაეროს წესდების მეშვიდე თავის გამოსაყენებლად.

“საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭო ამ იდეას ემხრობიან”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)