(თბილისი, 6 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში შემდგარ ოთხმრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აფხაზების მიერ ტყვედ აყვანილი გერსამე ჭკადუასათვის სასიკვდილო განაჩენის შეცვლის საკითხი დააყენა.
ქართული მხარე კატეგორიულად მოიითხოვს ამ პიროვნებისთვის სასიკვდილო განაჩენის შეცვლას. ქართული მხრიდან ეს უკვე მეოთხე მოთხვნაა. გასულ წლებში 2 ასეთი განაჩენი, ქართველების პროტესტის მიუხედავად, აფხაზებმა სისრულეში მოიყვანილეს.
გერსამე ჭკადუას სიკვდილით შესაძლო დასჯის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრმა ელენე თევდორაძემ გასულ კვირას პარლამენტის სხდომაზე გაავრცელა. აფხაზურმა მხარემ ჭკადუა 2001 წელს კოდორის მოვლენებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)