(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული საინფორმაციო სასუალებების ცნობით, სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამაც მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის დაწყებამდე რუსეტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე აფხაზეთში დევნილების დაბრუნების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგოსისტემის აღდგენის საკითხების განხილსვის იმედი აქვს.
“ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივალთ ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც ყველა ჩვენგანს დააკმაყოფილებს”, – იტყობინება პრეზიდენტ შევარდნაძის სიტყვებს სააგენტო “რია ნოვოსტი”.
გაგულიამ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს პრობლემების მოგვარებას.
სამმხრივ შეხვედრამდე შედგა პუტინისა და გაგულიას ხანმოკლე ორმხრივი შეხვედრა, სადაც ენგრუჰესის აღდგენის შესახებ იმსჯელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)