Site icon Civil.ge

პუტინის თქმით, აფხაზეთის პრობლემა საქართველოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს

(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და მრავალეროვანი აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგასთან ედუარდ შევარდნაძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

პუტინის თქმით, ეს მოლაპარაკებები, რომელშიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულიაც მონაწილეობდა, “კონსტრუქციული” იყო.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს მოჰყავთ პუტინის სიტყვები იმის თაობაზე, რომ გარანტირებული უნდა იქნას აფხაზეთში დევნილების უსაფრთხო დაბრუნება.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შევარდნაძესთან მოლაპარაკებებზე განხილული იქნა გალის რაიონში დევნილების დაბრუნების, სოჭი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და ენგურჰესის მოდერნიზაციის საკითხები.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პუტინმა და შევარდნაძემ ერთობლივი განხცადება გააკეთეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)