(თბილისი, 8 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 მარტის სხდომაზე დაასკვნა, რომ კანონი “მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გატანაბრების შესახებ” საპროცედურო დარღვევებით იქნა დამტკიცებული.
სახელისუფლებო ფრაქციებმა ამ კანონის დამტკიცების არამართებულად აღიარება მოითხოვეს. მთავრობა ამ კანონის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
28 ტებერვალს პარლამენტმა 90 ხმით დაამტკიცა “ახალი მემარჯვენეების” ინიციატივით გატანილი კანონპროექტი, რომელიც მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითვასლიწინებს, რაც ამ დროსითვის 115 ლარს შეადგენს.
საპროცედურო კომიტეტის დასკვნა განსახილველად პარლამენტის ბიუროზე იქნება გატანილი და ბიუროს თანხმობის შემთხვევაში მას პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ.
ნთავრობა მიიჩნევს, რომ ამ კანონის ამოქმედება გამოიწვევს ინფლაციას და შეუქცევად ნეგატიურ პროცესებს ქვეყნის ეკონომიკაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)