(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ნაადრევს უწოდებს ელექტროენერგიაზე ტარიფის დაკლებას და აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა ეტაპობრივად და ეკონომიკური გათვლებით უნდა მოხდეს.
“არჩევნების წინ პოლიტიკურმა პარტიებმა მოსახლეობაში ქულების ჩასაწერად ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ უნდა დააყენონ, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – აცხადებს შევარდნაძე.
მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა მომავალში იყო დაგეგმილი. “თუ რომელიმე გადასახადის შემცირებაა საჭირო, პირველ რიგში ახალი ენერგოობიექტების მშენებლობაზე და მათზე ვინც ამ საქმით არის დაკავებული”, – განაცხადა შევარდნაძემ.
იგი მიმართავს მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)