(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველო მზად არის განიხილოს წინადადება ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, რომელშიც აფხაზეთს განსაკუთრებული უფლებები მიენიჭება”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომეს წინადადება არ ეწინააღმდეგება ე.წ. “ბოდენის დოკუმენტს’, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ეგიდით შემუშავდა.
დოკუმენტის დეტალები დღემდე კონფიდენციალურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ეთანხმება დოკუმენტის პირობებს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი განხილულია როგორც საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი.
შევარდნაძის დღევამნდელი განცხადების კომენტირებისას სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ განაცხადა, რომ “აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელიმწიფოა”, და სოხუმი არ აპირებს თბილისის წინადადების განხილვას.
“ამჟამად ჩვენ უნდა შევუდგეთ აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების, დევნილების დაბრუნების და რკინიგზის აღდგენის საკითხების განხილვას”, – მოჰყავთ ახბას სიტყვები რუსულ საინფორმაციო სასუალებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)