Site icon Civil.ge

ნატო-საქართველოს კონსულტაციები ბრიუსელში

(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც კონსულტაციებს მართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან.

13 მარტს მენაღარიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ჯორჯ რობერტსონს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონსულტაციებზე ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ.

გასული წლის ნოემბერში პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)