15 მარტს ღამის პირველ საათზე ისე დასრულდა ამ კვირის საპარლამენტო სესია, რომ საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო მინიმალური ხელფასების გაზრდის კანონპროექტთან დაკავშირებით.
ოთხდღიანი ცხარე კამათის შემდეგ ფრაქციებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. სახელისუფლებო ფრაქციები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კანონპროექტი მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან (115 ლარი) გათანაბრების თაობაზე, რომელიც პარლამენტში “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” შეიტანეს, უკანონოდაა დამტკიცებული და განმეორებითი კენჭისყრაა ჩასატარებელი.
კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტმა 10 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს, დაადებს თუ არა ვეტოს კანონს. მომავალ კვირას პლენარული სხდომები დაგეგმილი არ არის, ამიტომ თუ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს კანონს, მას მოუწევს საგანგებო სხდომის მოწვევა განხილვის გასაგრძელებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)