(თბილისი, 15 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 15 მარტს გამთენიისას დაუდგენელმა პირებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ბონდო ჯიქიას ვაჟი, 29 წლის ზაზა ჯიქია გაიტაცეს.
იგი თბილისში ცხოვრობს და კომპანია “მარტინ ბაუერში” მუშაობს. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ჯერ-ჯერობით გაურკვეველია გატაცების მიზეზი.
ზაზა ჯიქიას ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს გამტაცებლები მის გამოსასყიდად 3 მლნ დოლარს ითხიოვენ. მიმდინარეობს გამოძიება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)