(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 16-19 მარტს ვიზიტით იმყოფება ლიტვაში.
ბურჯანაძე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ლიტვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავის ლიტველ კოლეგასთან.
14 მარტს ბურჯანაძე თბილისში შეხვდა ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრაზე ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს ფორმულა “3+3″ის ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)