(თბილისი, 18 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს რუსეთის ხელისუფლებისთვის ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისა მისი ყოფილი თანაშემწის ბადრი პატარკაციშვილის გადაცემას.
ბერეზოვსკის, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, და მის ყოფილ პარტნიორებს, კერზოდ კი ყოფილ თანაშემწეს ბადრი პატარკაციშვილს, რუსეთის პროკურატურა კომპანია “ლოგოვაზის” კუთვნილი 2033 ავტომანქანის მიტაცებაში ადანაშაულებენ, რომლის მართვაშიც ეს პირები იღებდნენ მონაწილეობას.
“პატარკაციშვილს ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა რუსეთში, ამიტომ იგი რუსული მართლმსაჯულების წინაჭე უნდა წარსდგეს”, – განუცხადა სააგენტო “ინტერფაქს” რუსთის გენრპოკურორის მოადგილემ ვლადიმირ კოლესნიკოვმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)