(თბილისი, 18 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პარლამენტმა 17 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც მოუწოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და პარლამენტის ზედა პალატას, მხარი დაუჭირონ სოხუმის ხელისუფლების წინადადებას “ფედერაციის ასოცირებული წევრის სტატუსით რუსეთთან აფხაზეთის მიერთების თაობაზე.
სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ 11 მარტს განაცხადა, რომ “აფხაზეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარება და ინტეგრაცია სურს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)