Site icon Civil.ge

რუსეთი აღელვებულია საზღვართან ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ფრენის გამო

(თბილისი, 22 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 22 მარტს საქართველო-რუსეთის საზღვართან დააფიქსირეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სადაზვერვი თვითმფრინავი და მისი თანხლებისთვის აფრენილი იქნა  ორი ავიაგამანადგურებელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლაი დერიაბინმა სააგენტო “ინტერფაქსს” აცნობა, რომ ამერიკული თვითმფრინავი “უ-2” საქართველოს საჰაერო სივრციდან 20-30 კილომეტრის დაშორებით საქართველოს ტერიტორიაზე დაფრინავდა.

დერიაბინის თქმით, ბოლო დროის განმავლობაში ეს ამერიკული სტრატეგიული სადაზვერვი თვითმფრინავის რუსეთის საზღვრის გასწვრივ გადაფრენის მესამე შემთხვევაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)