(თბილისი, 14 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხელი სააკაშვილი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი რომან გოცირიძე სახელისუფლებო პარტიებისგან მათი ფინანსური აგარიშების გამოქვეყნებას მოითხოვენ.
“ჩვენი პროგნოზით, შემოდგომაზე საბიუჯეტო დამბლაა მოსალოდნელი. ხელისუფლებას არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი თანხები არ გააჩნია და ამისათვის ხალხისთვის განკუთვნილ თანხებს გამოიყენებს”, – განაცხადა დღევანდელ პრეკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
იგი სახელისუფლებო პარტიებს მოუწოდებს მოაწყონ მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა პარტია წინასაარჩევნო დაფინანსების საკითხებზე იმსჯელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)