Site icon Civil.ge

შევარდნაძე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას მოითხოვს

(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ნაწილობრივ ეთანხმება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების შესაძლო შემოსვლის შესახებ.

“ამჟამად ეს საფრთხე არ გვემუქრება, არა მგონია, ჩეჩნების ან რუსების ინტერესებს წარმოადგენდეს საქართველოში მსხვილი დაჯგუფებების შემოსვლა, მაგრამ განცხადება ყურადღება მისაქცევია და კონტროლი უნდა გაძლიერდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ არც მცირე და არც მსხვილი დაჯგუფებების შემორეკვა”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში არანაირი შეიარაღებული დაჯგუფება არ არსებობს, ვინაიდან საზღვრები კონტროლდება, როგორც ქართული ისე რუსული მხარის მიერ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)