(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა დახურულ კარს მიღმა.
შეხვედრის დეტალები უცნობია, რადგანაც რუსეთის ელჩმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
სავარაუდოდ, შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი იქნა განხილული. საქართველოს პარლამენტი ამ სასეიო კვირაში აპირებს მთავრობის მოქმედების გეგმა განიხილოს, რომლის ძირითადი მიზანი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)