Site icon Civil.ge

სოხუმი უარყოფს თბილისთან შეთანხმებას კოდორში საერთო საგუშაგოების გახსნის თაობაზე

(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზურმა მხარემ უარყო ქართულ მხარესთან რაიმე ხელშეკრულების არსებობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოდორის ხეობაში საერთო საგუშაგოების გახსნის თაობაზე.

“ქართული მხარიდან არანაირ შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის თვით-გამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე სტუდენიკინმა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რომლებიც კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის ციტირებას ახდენდნენ, მხარეები კოდორში ერთობლივი საგუშაგოების შექმნაზე შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)