Site icon Civil.ge

დასავლეთ საქართველოში დევნილთა კუთვნილი ფული გაიტაცეს

(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზუგდიდის მახლობლად დღეს დაუდგენელი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავტომანქანას, რომელსაც დევნილთა კუთვნილი 60 000 ლარი გადაჰქონდა.

თავდამსხმელებმა ფული გაიტაცეს და მიიმალნენ.

ფული საფოსტო ბანკის ზუდგიდის ფილიალიდან სოფელ რუხში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთათვის მიჰქონდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)