(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ს ელჩმა თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან და განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო. სავარაუდოდ, შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)