(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ქართველი ენერგეტიკოსები საპროტესტო აქციას კვალა აგრძელებენ და ხელისუფელბიგან ხელფასების გაცემას ითხოვენ. სახელფასო დავალიანება დაახლოებით 30 ათას ლარს შეადგენს. დღეს მათ ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელები შეხვდნენ და ბოლო ერთი თვის ხელფასის გაცემას შეპირდნენ.
პარლაელურად აქციებს მართავს ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა, რომელსაც მე-5 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. მოსახლეობის აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ უმრავლესობა მოხმარებული ენერგიის საფასურს იხდის. ამის მიუხედავად ენერგია არ მიეწოდება, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღესვე შედგება სპეციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელობა დესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)