(თბილისი, 25 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში მისი პროექტების შესაძლო შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ფონდს ამის რეალური საფუძველი არ გააჩნია.
“ვერ გავიგე, რას ნიშნავს პროექტების დაფინანსების შეწყვეტა და გაუთავებელი მუქარა”, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იგი ამ საკითხს სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დააყენებს. თავად სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობა საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას კომეტნარს არ უკეთებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საერთაშორისო სავალურო ფონდის მისია დღეს შეხვედრებს ფინანსთა სამაინისტროში მართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)