(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში ქართველი და რუსი ექსპერტები აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდეგნის თაობაზე მსჯელობდნენ. რუსულ დელეგაციეს მოლაპარაკებებზე რუსეთის რკინიგზის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ საზონოვი ხელმძღვანელობს.
ექსპერტები ძირითადად სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ტექნიკურ მხარეს განიხილავენ. წინასწარი გათვლებით, აღდეგნით სამუშაოებს, დაახლოებით, 40 მლნ დოლარი ესაჭიროება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რომელი მხარე დააფინანსებს პროექტს, თუმცა, მოლაპარაკებებზე გამოითქვა მოსაზრება, რომ დაფინანსება ერთობლივად უნდა მოხდეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რკინიგზის აღდგენაზე სპეციალისტთა ერთობლივი გჯუფი იმუშავებს, მათ უსაფრთხოებაზე კი გაერომ და რუსეთის სამშვიდობო ჯარებმა უნდა უზრუნველყონ.
აღდგენითი სამუშაოების დაწყების სავარაუდო ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)