Site icon Civil.ge

დასავლეთის დიპლომატებმა აფხაზეთის შესახებ იმსჯელეს

(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები დღეს საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძესა და გაეროში საქართველოს ელჩს რევაზ ადამიას შეხვდნენ.

მხარეებმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. მათ ასევე მიმოიხილეს საკითხი კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მანდატის უვადო გაგრძელების თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური)