Site icon Civil.ge

ეუთო ქართველ მესაზღვრეებს ეხმარება

(თბილისი, 28 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის მონაკვეთზე განლაგებულ ქართველ მესაზღვრეებს აღჭურვილობა გადასცა, რომელიც პირად ნივთებს, ფეხსაცმელს, საკომუნიკაციო მოწყობილობას, ჭოგრიტებსა და სხვა ნივთებს შეიცავს.

მთლიანი აღჭურვილობის ღირებულება 100 000 ევროს შეადგენს, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის საშუალებით იქნა შეძენილი.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები ეუთოს საზღვრის დაცვის მონიტორინგის ოპერაციაში არიან ჩართული და საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის მონაკვეთის პატრულირებისას ეუთო-ს შეუიარაღებელი დამკვირვებლების უსაფრთხოებას იცავენ.

ეუთომ საზღვრის მონიტორინგის ოპერაცია 1999 წლის დეკემბერში დაიწყო. საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის და დაგესტნის მონაკვეთი მათ მანდატს შესაბამისად 2001 წლის დეკემბერსა და 2003 წლის იანვარში დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)