(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში აკრედიტირებულ დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შორის, რომელშიც მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდმარეც იღებს.
განიხილება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. დიპლომატებმა ქართველ პოლიტიკოსებს წარუდგინეს რეკომენდაციათა ნუსხა, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ შეთმხვევაში თუ არჩევნები არ იქნება დემოკრატიული, საქართველო დაკარგავს დასავლეთის არა მარტო პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერასაც.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ ტრაგედია არ იქნება თუ არჩევნები არსებული საარჩევნო კოდექსით ჩატარდება, რაც ოპოზიციის შეშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტის ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც გააკრიტიკა.
“ძველი საარჩევნი კოდექსი უნდა შეიცვალოს. თუ ეს არ მოხდა გასაგები იქნება სახელისუფლებო ფრაქციების მკვეთრი და რადიკალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, როგორც ჩანს მათ თავიდანვე სურდათ ძველი კანონის დატოვება” – განაცხადა ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)