(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საოლქო სასამართლომ ბათილად სცნო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობა ერთ-ერთი ჩეჩენი პატიმრის რუსლან გელოგაევისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმების შესახებ.
რუსლან გელოგაევი იმ 12 პირთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც 2002 წლის 3-5 აგვისტოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს ქართველმა მესაზღვრეებმა.
გენერალური პროკურატურა რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მოთხოვნით გელოგაევის და სხვა ორი ჩეჩენის ექსტრადიციის საკითხს აყენებდა უზენაეს სასამართლოში, თუმცა ლტოლვილის სტატუსის გამო ჰუსეინ ალხანოვი და ბეკხან სეიტ მულკოევი საქართველოში დატოვეს.
ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, გელოგაევს ეს სტატუსი 2001 წელს გაუუქმდა. ამასთან დაკავშირებით საოლქო სასამართლოში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი.
გელოგაევის ადვიოკატის მალხაზ პატარაიას განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფლება აქვსს საოლქო სასამართლოს განაჩენი 15 დღის ვადაში გაასაჩივროს.
This post is also available in: English (ინგლისური)