Site icon Civil.ge

კოკოევი მთავრობის წევრებს აპატიმრებს

(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოევის ბრძანებით დააპატიმრეს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურები. გაქცეულია თავად უშიშროების მინისტრი.

როგორც არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან დაკავებისას დაიჭრა თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური გაგლოევი. თუმცა ცხინვალში სროლის ფაქტს უარყოფენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, თანამდებობიდან განთავისუფლებულნი არიან თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის, იუსტიციის მინისტრები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი და საბაჟოს შეფი.

როგორც იტყობინებიან, კოკოევმა ეს გადაწყვეტილება 30 ივნისს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური)