Site icon Civil.ge

ბურჯანაძე ჰოლანდიაში მიემგზავრება

(თბილისი, 4 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 4 ივლისს ჰოლანდიაში მიემგზავრება, სადაც  5-10 ივლისს როტერდამში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-12 ყოველწლიურ სესიას დაესწრება.

ასამბლეის სესია მიეძღვნება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, 9 ივლისს მოხდება ვიცე-პრეზიდენტების არჩევა.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ნინო ბურჯანაძის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დაან ევერსთისთან, რომელიც ამასთანავე ეუთო-ს თავმჯდომარეა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ნინო ბურჯანაძესთან ერთად შევლენ დეპუტატები ადა მარშანია, ვახტანგ ყოლბაია და კახა ჩიტაია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)