(თბილისი, 4 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დავალებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი 5 ივლისს თბილისში ჩამოდის, რათა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია ადგილზე შეისწავლოს.
“მისიის ძირითადი მიზანია პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზების განხილვა”, – ნათქვამია თეთრი სახლის 3 ივლისის პრესრელიზში.
“ბეიკერის ვიზიტი ასახავს შეერთებული შტატების მზადყოფნას იმუშავოს საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც მოწოდებულნი არიან განახორციელონ რეფორმები და ებრძოლონ კორუფციას ქვეყანაში”, – ნათქვამია პრესრელიზში.
ვიზიტის დროს მხარეები ასევე განიხილავენ აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსაფრთხოების სხვა საკითხებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)