Site icon Civil.ge

ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 5 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი 5 ივლისს დილით თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ბეიკერი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს განიხილავს.

საქართველოში ამერიკის საელჩოს ცნობით, ჯეიმს ბეიკერი დღეს შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ შევარდნაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

თეთრი სახლის 3 ივლისის პრესრელიზში ნათქვამია, რომ “ბეიკერის მისიის ძირითადი მიზანია პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხილვა”. 

ვიზიტის დროს მხარეები ასევე განიხილავენ აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსაფრთხოების სხვა საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)