ბეიკერის თქმით, თავის წერილში ბუში აფხაზეთის კონფლიქტისა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს. ბეიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტი მნიშვენელობა ექნება. აშშ-ის ყოფილმა სახელმწოფო მდივანმა სხვა კომენტარისგან თავი შეიკავა.
შევარდნაძემ თავის მოკლე კომენტარში აღნიშნა, რომ ბეიკერთან შეხვედრისას მათ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ახალი და იმედისმომცემი წინადადებები განიხილეს.
“სამწუხაროდ მე მეტის თქმა არ შემიძლია ახლა. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის თქმით, შევარდნაძისა და ბეიკერის შეხვედრის დროს მხარეებმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში აშშ-ის აქტიური ჩართვის საკითხი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ბეიკერმა ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან ერთად მომავალი არჩევნების საკითხი განიხილა.
ჯეიმს ბეიკერი თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. თეთრი სახლის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბეიკერის მისიის უმთავრესი მიზანია განიხილოს საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების გზები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)