(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – უკრაინის ქალაქ ლვოვში, “იავოროვის” სამხედრო პოლიგონზე 8 ივლისს საერთაშორისო მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ეგიდით ტარდება და მასში მონაწილეობას ნატო-ში შემავალი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები იღებენ.
საქართველოდან სამხედრო წვრთნებში “კომანდოს” ანტიტერორისტული ბატალიონის 23 რიგითი და 10 ოფიცერი იღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)