Site icon Civil.ge

“ახალი მემარჯვენეები” ბიუჯეტის სეკვესტრის წინააღმდეგ გამოდიან

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეები” საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცის არ ეთანხმებიან და სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის წინააღმდეგ გამოდიან. ამ პროცესის განხორციელების შემთხვევაში ისინი მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

“ჩვენი პროგნოზი გამართლდა, ჩვენ მხარს არ დაუჭერთ ბიუჯეტის სეკვესტრს და მოვითხოვთ ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და მის გადადგომას” – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით კოღუაშვილმა.

ახალი მემარჯვენეები ასევე წინააღმდეგი არიან სსფ-ს რეკომენდაციის მიხედვით ელექტროენერგიაზე ტარიფის შესაძლო გაზრდის.

სავალურო ფონდის მისია თბილისში ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც შედგა დოკუმენტი, რომელიც 135 მლნ ლარით  ბიუჯეტის კორექტირებას ითვალისწინებს. ასევე უნდა გადაისინჯოს ელექტროენერგიის ტარიფი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)