Site icon Civil.ge

იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფილიპო ბერსელი 13 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ შეთანხმებას სამხედრო მრეწველობის
სფეროში საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის შესახებ.

იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს
პრეზიდენტთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, პარლამენტის
თავჯდომარესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)