(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში თავად ჩაუდგეს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას სათავეში.
“ჩემთვის ყველაზე მისაღები ოპოზიციის გაერთიანება იყო, სადაც მოისაზრებოდა ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილის და დავით გამყრელიძის პარტიები, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ტელეკომპანია “მზის” ეთერში ნინო ბურჯანაძემ.
იგი ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს, რა სახის გაერთიანებაზეა ლაპარაკი და რომელი ცნობილი პიროვნებები გაწევრიანდებიან მასში. ბურჯანაძის თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება კონსულტაციები ოპოზიციასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)