(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიები “აღორძინება” და “მრეწველები” კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩებიან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთი ოთხი წევრის შეყვანას, მეორე კი – ორისას მოითხოვს.
დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა ლეიბორისტული პარტიის წევრი ფრიდონ ინჯია და მათთვის კუთვნილი ერთი ადგილი ცსკო-ში ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა იმ მიზნით, რომ საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შესაძლებელი გახდეს.
ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომის უშედეგოდ დასრულების გამო 16 ივლისს დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვერ მოხდება საარჩევნო კოდექსის განხილვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)