Site icon Civil.ge

სახელისუფლებო ბლოკი ჯორბენაძის ძალაუფლების შემცირებას ცდილობს

(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართულ სახელისუფლებო ბლოკის შეხვედრაზე განიხილეს ბლოკის პოლიტიკური საბჭოს შექმნის საკითხი.

იმ შემთხვევაში თუ შეიქმნება პოლიტიკური საბჭო, როგორც ბლოკის მმართველი ორგანო, მაშინ შესუსტდება სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გავლენა ბლოკში.

ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ამჟამად ალიანსის საარჩევნო შტაბს მეთაურობს, პოლიტიკური საბჭოს შექმნის შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს.

როგორც თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ საბჭოში შევა საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიისა თუ მოძრაობის ლიდერი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)