Site icon Civil.ge

ნინო ბურჯანაძე ირაკლი გოგავასგან პასუხს მოითხოვს

(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტის წევრის ირაკლი გოგავასგან იმ ხელშეკრულების ასლის გადაცემას, რომლის მიხედვით პურ-პროდუქტების კორპორაცია საქართველოში ხორბლის შემოტანას ახორციელებს, რადგან გოგავამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ნინო ბურჯანაძის მამა, პურ-პოდუქტების კორპორაციის ხელმძღვანელი ანზორ ბურჯანაძე პურზე ფასების ხელოვნურ მატებაში დაადანაშაულა.

“კი არ ვითხოვ, არამედ მოვითხოვ, გადმომეცეს ამ ხელშეკრულების თუნდაც ასლი, რათა პარლამენტში ერთად მოხდეს განხილვა და თუ ეს არ დადასტურდა, მაშინ ვშიშობ, რომ ირაკლი გოგავას მოუწევს ამ ბრალდებისთვის პასუხისგება”, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.

ირაკლი გოგავას განცხადებით, პურზე ფასების მატება ძირითადად უცხო ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანით არის გამოწვეული, რის მონოპოლიასაც ანზორ ბურჯანაძე ფლობს. მისივე თქმით, სავსებით შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციის გამოყენება ან შეღავათიან ფასებში ხორბლის შეძენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)