(თბილისი, 11 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის ადვოკატების სარჩელი მკალავიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის თაობაზე გაცემული სანქციის გაუქმების შესახებ.
4 ივნისს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მკალავიშვილს სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის მოწყობასა და რამდენიმე წლის განმავლობაში მათი რელიგიური ლიტერატურის დაწვაში ედება ბრალი.
თუმცა, პოლიციამ ვერ შეძლო მკალავიშვილის დაკავება მისი მხარდამჭერების მხრიდან წინააღმდეგობის გამო. მკალავიშვილმა გლდანში მდებარე თავის ეკლესიას შეაფარა თავი.
ცოტა ხნის წინ მკალავიშვილის მხარდამჭერებმა საოლქო სასამართლოს წინ აქცია გამართეს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)