Site icon Civil.ge

ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას ატარებენ

(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერებმა თბილისის საოლქო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ისინი მოითხოვდნენ მკალავიშვილის წინასწარი პატიმრობის თაობაზე გაცემული სანქციის გაუქმებას.

4 ივნისს ვაკე-საბურთალოს სასამართლომ მკალავიშვილს სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის მოწყობასა და რამდენიმე წლის განმავლობაში მათი რელიგიური ლიტერატურის დაწვაში ედება ბრალი.

თუმცა, პოლიციამ ვერ შეძლო მკალავიშვილის დაკავება მისი მხარდამჭერების მხრიდან წინააღმდეგობის გამო. მკალავიშვილმა გლდანში მდებარე თავის ეკლესიას შეაფარა თავი.

მკალავიშვილის ადვოკატებმა საოლქო სასამართლოს მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. პროცესი დღეისათვის იყო დანიშნული, თუმცა გადაიდო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)