Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მოსახლეობას ფულადი დანაზოგის ბანკებში შეტანას ურჩევს

(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენელის საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ბანკი 28 საინვესტიციო პროგრამას ახორციელებს და მზად არის 197 მლნ ევრო გამოყოს მათ დასაფინანსებლად. 

“ასეთი მიდგომით ჩვენ თავის დროზე საბანკო სისტემა გადავარჩინეთ და ახლა ყველა მოსახლეს შეუძლია, თუ გააჩნია დანაზოგი, შეიტანოს ბანკებში და ეს მყარი გარანტიია მისი შენახვის, ასევე ხელი შეეწყობა საბანკო სისტემის განვითარებას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 ივნისს თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოიუნერვიუში.

ხელისუფლებისთვის, არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკური საკითხების მოგვარება რჩება. “მე არ ვაპირებ ჩემს ოპონენტებთან კინკლაობას, რატომღაც ისინი ერიდებიან ქვეყნისა და ხალხისათვის უფრო საჭირო ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს. წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად ეკონომიკა პრეზიდენტის შეუვალ პრიორიტეტად რჩება. აქციების მოწყობა გამოსავალი არ არის, ხალხს სოციალური ჭრილობა ჯერაც არ მოუშუშებია და აქედან გამომდინარე პოპულიზმი და დემაგოგია საქმეს ვერ უშველის”, – აცხადებს პრეზოდენტი.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვისა და ბიუჯეტის შესრულების ძალა შესწევს. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკვე შეიმჩნევა ბიუჯეტის მაჩვენებლების ზრდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)