(თბილისი, 7 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს დაიწყო აშშ-ში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის ექვსდღიანი ვიზიტი.
პარლამენტის თავჯდომარის სამდივნოს ცნობით, ვიზიტის დროს დაგეგმილია აშშ-ს სახელმწიფო მინისტრთან კოლინ პაუელთან შეხვედრა.
“ვიზიტის დროს მე მადლობას მოვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ეს ქვეყანა საქართველოს უწევს”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 6 ივნისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)