Site icon Civil.ge

ქართული მხარე კოდორში მასთან შეუთანხმებელი ქმედებების გამორიცხვას მოითხოვს

(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 5 ივნისს გვიან საღამოს აფხაზური მხარისა და რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან სეხვედრაზე საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ მათ განუცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელთა გატაცებასთან დაკავშირებით ცალმხრივი აფხაზური მხარის ან სამშვიდობოების ცალმხრივი მოქმედებები კოდორის ხეობაში ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე გამორიცხული უნდა იქნას.

კაკაბაძის თქმით, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები თანამშრომლობენ კოდორში პრეზიდენტის რწმუნებულ ემზარ კვიციანთან, რომელიც ადგილზე ხელმძრვანელობს მძევლების გათავისუფლებისკენ მიმართულ ქმედებებს და თუ საჭირო გახდება, მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება უცხო ძალების დახმარების გამოყენება.

გაეროს წარმომადგენლები – ორი დამკვირვებელი, ერთი ექიმი და ერთიც ადგილობრივი თარჯიმანი დაუდგენელმა პირებმა 5 ივნისს კოდორის ხეობიდან გაიტაცეს გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების ერთობლივი პატრულირებისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)