(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – როგორც გაეროს წარმომადგენელმა ფრედ ეკჰარდმა განუცხადა ჟურნალისტენს ნიუ-იორკში, აფხაზეთში 5 ივნისს გატაცებული გაეროს დამკვირვებლები ცოცხლები არიან.
“მათ მოახერხეს დაგვკავშირებოდნენ და ეთქვათ, რომ ისინი არ დაშავებულან გატაცების დროს”, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ნიუ-იორკში.
ინციდენტი 5 ივნისს გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების კოდორის ხეობაში ერთობლივი პატრულირებისას მოხდა. რუსი სამშვიდობოები გატაცების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გაეროს წარმომადგენლები – ორი დამკვირვებელი, ერთი ექიმი და ერთიც ადგილობრივი თარჯიმანი – კვლავ გამტაცებელთა ხელში არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)