(თბილისი, 3 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციურ პარტიების მიერ დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ მშვიდობიანი მანიფესტაციის პარალელურად საქართველოს სხვადასხვა რაიონებშიც გაიმართა მხარდასაჭერი აქციები.
“ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ მრავალრიცხოვანი აქციები მიმდინარეობს ზუგდიდში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, ამისთვის ჩვენს მხარდამჭერებს მადლობას ვუხდით” – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე.
დღესვე სხვადასხვა რაიონიდან თბილისში ჩამოვიდნენ აქციის მონაწილეები და პარლამენტის შენობის წინ გამართულ მანიდფესტაციას შეუართდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)